კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

არწივთა თვალები ბრწყინავს ვარსკვლავებად,

ფოლადის ნაბიჯი გიმშვენებთ სიარულს,

ვეფხვები მიგიძღვით წინ ვარჯიშთავებად,

მიდიხართ და იწვევთ ვაშას და ჟრიამულს.


გვიტაცებს ხალისი გიჟური, მარადი, 

"ვარსკვლავი“, "სამშობლო“, თამაში, "გუნდობით"

გვაბრმავებს სინაზით ძვირფასი პარადი,

ხალხისგან ყოველთვის ნადაფნი ბრუნდებით.


ათასი სალამი შევარდენ რაინდებს,

სილამაზისათვის დე, მუდამ იწვოდეთ

და თუ საქართველოს მტერი არ დაინდობს,

გმირულ სიცოცხლესთან სიკვდილიც იცოდეთ!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ივანე ყიფიანი  • • •   ივანე ყიფიანის პოეზია

მსგავსი თემები