ვისია, ქალი ლამაზი, ბოლოს და ბოლოს ვისია?! ისევ სადაო გაგვიხდა, რაც ჩემ და ჩემი ძმისია. სუყველამ გულზე გვიკბინა, უბეში ვინც ჩაგვისვია. იქნება მართლა არ ვიცით, იქნება მართლა სხვისია. ანდა ქსანი და ლიახვი ოსების საბრძანისია. მაშინ დიდგორი რა არი, კრწანისი რა კრწანისია? გადაგვავიწყდა ნაომრებს სისხლის გაღების მისია. რადგანაც მიწა ჩვენ ფეხქვეშ მამა-პაპათა ძვლისია. მისთვის სიკვდილი, კაცებო, სიცოცხლის დასაწყისია! |