კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მთებო, რა ლამაზები ხართ,

რარიგ სიტურფით ჰშვენითა,

ყვავილნი მობრძანებულან

თქვენი ჩიტების სტვენითა!


ირმები დალაღებულან

ნორჩი ბალახის წვენითა,

დადიან, დასეირნობენ

ყურდაცქვეტილი სმენითა!


ნეტავ სულ თქვენთან მამყოფა,

მახარა თქვენთან ლხენითა,

თქვენთან მაღირსა სიკვდილი,

ვიმარხებოდე თქვენითა;


ვისუდრებოდე ნისლებით,

გულზე ცვარ-ნამის დენითა;

მტიროდეთ, მასაფლავებდეთ,

ფოთლებს მაყრიდეთ წყენითა;


დამძახდეთ ზარსა გლოვისას

ნიავის კვნესა-სტვენითა!

მთებო, რა საყვარლები ხართ,

ტყე-ღელე, ჭალა-სერითა,


აყვავებული ქედებით,

მდინარეების ჩქერითა,

ცის ელვა-ჭექა-ქუხილით

და ქარიშხალის მღერითა, -

- ისე არ მოვკვდე, არ გავძღე

თქვენი სიტურფის მზერითა!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გიორგი ქუჩიშვილი  • • •   გიორგი ქუჩიშვილის პოეზია

მსგავსი თემები