უქრობი შუქით შემოსილს გხედავ, შენი მზის ჩასვლა ნუმც დამენახოს, ჩემი ოცნების სატრფოვ და დედავ, ჩემი ცხოვრების ოქროს ვენახო.
ჩრდილიც ამ მთა-გორების, მდინარეების ჩქარი დინებაც, ჩემი სიმღერის და შთაგონების შენ ხარ ფესვიც და დაგვირგვინებაც.
სულის სიმაღლევ, გულის ნათელო, არის ლამაზი მხარე მრავალი, მაგრამ არ არის სხვა საქართველო.
გულის ძაფებს მსურს, ხელი შევახო, ჩემი ოცნების სატრფოვ და დედავ, ჩემი ცხოვრების ოქროს ვენახო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გრიგოლ აბაშიძის პოეზია |