ვინ გაბედავს, რომ დღეს ჩემთვის თუნდაც სიტყვით გადაღობოს ერთი ეზო, ერთი ყანა, სალხინო და სალაღობო.
მოდიოდა გადარევით, ჭოროხისპირს დაცემულა გურულიც და აჭარელიც.
ტყვია როდი გვანსხვავებდა, ჩვენს მიწაზე ჩვენი სისხლი ბრიალებდა ვარსკვლავებად.
რვალივით რომ გაიჭედა, ცხელი გულით აიმართა საქართველოს კარიბჭედა.
და იმ დამწვარ ქოხში არი ძველისძველი მისი ძვლები, მისი სისხლის ოხშივარი.
მკერდზე მკერდის დაფარებით, მიწას, როგორც ძუძუები, დასტყობია საფლავები.
მათი ძარღვით შეიკერა, ამიტომაც ერთი არის დღეს ჩემი და შენი კერა.
დედავ - მიწავ სალოცავო, ჩემი გული, როგორც თასი, შენთვის უნდა გამოვცალო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |