მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან, განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა? დაიჭრა და მიწას სისხლი დაეწვეთა... ბუბუნებდა კავკასიის მიწა...
ცხრათვალა მზე თავს დაადგა მხედარს... კვდება გმირი? სამშობლო ხომ გადაურჩა? გავზარდეო, იტყვის ქართვლის დედა!
მზე რომ გადიწვერა... მერე რა, თუ... სუნთქვას შეწყვეტს ფართე მკერდი? ვერ წაიღეს, ვერა!
უტირია ლამაზ ფერაფერას? პაწაწინავ, მე გავწირე თავი შენთვის, ჩვენი მიწა ვერ წაიღეს, ვერა!
მის დაცხრილულ, მის სისხლიან მკერდთან... ფერაფერა ჩასჩურჩულებს დაჭრილ მხედარს: დაგდომია მზე შარავანდედად!
განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა? უსათუოდ სამადლობელს ღაღადებდა საქართველოს მადლიანი მიწა... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |