- ილიას ტყეში უცდის ჯალათი, - ადექი! - ძილში ჩამძახებ ღამეს, - ადექი! - რეკავს ქუჩის საათი, - ადექი, ეგებ უშველო რამე!
ცისკენ ღრუბლებად ირხევა მტვერი, წინ რომ მიმაფრენს ჩემი ფიქრია, თუ ტკივილია მშობელი ერის.
ზარით შემომხვდნენ მცხეთასთან კლდენი: - შთამომავლობას ხსოვნად დარჩება თავგანწირული ნახტომი შენი!
- გაფრინდი, მკერდით გააპე ქარი, - უშველე, - მოთქვამს ზეცა ნათელი, - გაუსწარ! - გაბმით დუდუნებს მტკვარი.
მევედრებიან ველები, მთები, მესმის არწივის ხმა გამყივარი, - გაფრინდი ჩემო შეისხი ფრთები.
უკან ჩამომრჩა არაგვის წყალი, არაგვს შეურთე ოფლის ღვარები და ეტლს შორიდან შევავლე თვალი.
ხმა დავესესხე ჩვენებურ ორბებს, ხმა გაეხერგა ლოდივით გზაში ილიას ეტლის დამტვერილ ბორბლებს.
- შესდექი, გზაზე სიკვდილი გიცდის! - შევძახე და თან ქარტეხილივით წინ ჩაუქროლე სამშობლოს სინდისს.
ბრძენი, საქვეყნო ჭაპნის გამწევი, საბედისწერო გზაზე მგოსანი იდგა, მიმზერდა წარბისაწევით.
რომ არ არჩევდნენ მტერსა და მოყვასს, შევყვირე: მომკალ, გეპატიება, ვინ გაპატიებს ღმერთკაცის მოკვლას!..
საკოცნელ მიწას დავწვდი დაჭრილი, თავზე დამადგა შუქად კეთილი ჭირისუფალი კაცის აჩრდილი.
თითქოს ბრუნავდა წლების ისარი. ნეტავი ვინმეს ორმოცდაათი წლის წინ ენახა ჩემი სიზმარი.
გადაერჩინათ, ნეტავი მართლა… და ამის შემდეგ არ შემიძლია შთამომავლობის სახელით არ ვთქვა:
ლექსების წყარო ვისაც გვწყურია, სამშობლოსათვის გასახსენებლად კრწანისზე მწარე წიწამურია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |