იმ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ, იმ თეთრ აკვანს, დედაჩემის ცისფერ თვალებს, ვფიცავ მიწას, ვაჟას გულზე დაყრილ მიწას, რიჟრაჟს ვფიცავ, ნისლებში რომ იფერმკრთალებს;
წაეპარა ყორნისფერი ღამე მძიმედ, - ამოვწვადო ხმალი ელვით ანაჟრჟოლი, ვარსკვლავებით მოხატული, მოციმციმე.
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი, საქართველოს ლამაზებო, მანანებო, დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები.
მყვარებია... ჰო, ცრემლებიც მყვარებია; ჩემი ქვეყნის ძველი დარდი და ნაღველი ხანჯალივით გულში გამიტარებია.
ხარირემის ვაჟკაცური დაძახილიც... - შენი ლექსი ქედმაღლურად გაჰყვირისო, - მეტყვის ვინმე, სტრიქონებზე თავდახრილი.
სიყვარული უბით დამიტარებია, ჩემი თეთრი ცისარტყელა, გაზაფხული, თებერვალში აპრილს დამიდარებია...
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი... ჩემი ქვეყნის ლამაზებო, მანანებო, დამაყარეთ გაზაფხულის ყვავილები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |