დრომ ცხოვრება ჩაატარა, როგორც მტკვარმა წისქვილები... დღესაც იმ გზას ვეშურები, დღესაც იმ გზით ვიცქირები,
საწუთროს სვლით დაქანცული, მოვდივარ და შუბლი მომაქვს შენი ეკლით დაკაწრული.
რა ტკბილია ეგ ეკალი! მე სამდურავს ვით გეტყოდი, გინდაც ასჯერ მოეგკალი,
გადაგეპო ფრანგულითა, მაინც ამომზევდებოდა შენი სახე ამ გულიდან,
ორბის ფრთებით ჩემი სული, ორბის ლოცვით ჩაქრებოდა, შენი რისხვით შერისხული.
როგორც მტკვარმა წისქვილები, ისევ შენი გზით მოვდივარ, ისევ შენკენ ვიცქირები.
ვინც კი შენი ჯვარი ზიდა... არც მე გადამახვევინოს ღმერთმა საქართველოს გზიდან! |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |