დიდო მოხუცო, სამშობლოსათვის იბრძოდი სულის ამოხდომამდი: გეჩვენებოდა, რომ საქართველო იძირებოდა, თითქოს ხომალდი.
სამშობლოს ცაზე გამოხლართული, შენ სამკურნალო ბალახებივით მოგიკრეფია სიტყვა ქართული, -
სიტყვები მაინც გადაგერჩინა... ვარდსაც და თაფლსაც და პურის მადლსაც მშობლური სიტყვის მადლი გერჩივნა.
შენს ჭაღარაზე გადმომწვეთარი... მე მიყვარს შენი სიტყვის მარილი, - შენი ხალხისთვის დღესაც მწეთ არი.
შენს მხცოვან აჩრდილს ვეალერსები; შენის ცრემლის რწყვით, შენის ამაგით გამოკვებულა ჩემი ფესვები... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |