ცეცხლით და ზარით დაეცა ზარზმას, მაინც დაინთქა ურდო მონგოლთა, ზარზმამ რამდენჯერ გაუძლო ჯვარცმას, რამდენი ნახა ზარზმამ გოლგოთა.
გვიტევდნენ სულის ამოხდომამდი, იმ ქარიშხლებსაც გადურჩა ზარზმა, ტალღებზე დადგა, როგორც ხომალდი.
თხისებრ დამფრთხალი თურქთა ბრბოები, როცა ჯვრის სახედ შეკრულმა ვაზმა გადაანათა უდაბნოები.
მტრებს თვით ზარავდნენ გაბატონებით, მესხეთს მართავდნენ ათაბაგები და ტახტზე ისხდნენ ბაგრატოვნები.
უღრუბლო იყო და სხივოსანი, მაშინ აქ იდგა ლოცვად თამარი და ჯარს უძღოდა დავით სოსლანი.
თვითონ რუსთველი - მეფე მგოსანი. იქარგებოდა ზარზმის თაღები, იხატებოდა გარდამოხსნანი.
ალბათ, თამარის შუქთა თოვანი და მაღლდებოდა ღრუბლებში ზარზმა, ტაძარი - ნათელ-გუმბათოვანი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |