“ჩანგურს სიმები გავუბი, მოვმართე ნელა-ნელაო; შევუხმატკბილე ერთმანეთს: “ოდელა-დელა-დელაო!”
წკრიალებს ერთად ყველაო, ერთი-მეორის თანხმობით: “ოდელა-დელა-დელაო!”
მაშინვე უნდა შველაო, რომ არ გაფუჭდეს ჩანგური: “ოდელა-დელა-დელაო!”
სიმები ჩვენ ვართ ყველაო, სხვადასხვა კუთხის მცხოვრები: “ოდელა-დელა-დელაო!”
სინათლე დაგვიბნელაო!… ბნელში რა სასიმღეროა: “ოდელა-დელა-დელაო!”
მტერი, ვით ტურა-მელაო და სულ სხვა ხმებზე გვამღერებს, არ მოსწონს “დელა-დელაო!”
ფუტკარი… ჭიანჭველაო!… და ჩვენ რათ ვმღერით ცალ-ცალკე: “ოდელა-დელა-დელაო”?!
მტრებისთვის - სახრჩობელაო!.. მტრებს “ვაი-დედა” ვაძახოთ და ჩვენ ვთქვათ: “დელა-დელაო!”
სიმები დამისველაო!… ვერც ვუკრავ, ვეღარცა ვმღერი: “ოდელა-დელა-დელაო!” |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |