ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა:
თაგვად რად გამაჩინაო? მე სხვაგან ყოფნა მინდოდა, მან ჭერქვეშ მომცა ბინაო!
კუდის ბზეკა და ლხენაო? მე შემშვენოდა ჩიტობა, რომ მეწყო აღმა ფრენაო.
გამომაბამდეს ფრთებსაო, გავფრინდებოდი, ერთ წამსა გადავივლიდი მთებსაო!“
ნახა, რომ ფრთები ესხმება და მეტის სიხარულითა საბრალოს თავბრუ ესმება…
დაუყონებლივ ავარდა, ჩიტებში გამოერია, იმანაც გაინავარდა…
სთქვეს: „ვინ მოსულა ესაო? რა სჯულის ცხოველი არის? ჩვენთან ვინ გააწესაო?
ფრთები ასხია ჩვენიო! როგორღაც კეთილ სულს არ ჰგავს… ჭირი არის და სენიო!
შემოჩენილი იყოსო! არიქა, ფრთხილად იყავით, არავინ გაგვაბრიყვოსო!..“
გაჰკრეს, გამოჰკრეს ბრჭყალები, სისხლი ადინეს ღამურას, გამოუბნელეს თვალები!
მიმართა ისევ ძველ სადგურს… მაგრამ იქ უფრო შავი დღე დაუდგა მაშინ უბედურს:
აღარ მიიღეს, რომ ნახეს, მივარდნენ ერთად საკბენად, „ჰკა მაგასაო!“ დასძახეს…
რომ ანგარიში წაუხდა და თვისი ნატვრა უგნური საჭირბოროტოდ აუხდა!
გაკიცხულ, თავლაფდასხმული, ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდა და მოიბრუნა იქ გული.
დღე-დღე ვერ ჩნდება სირცხვილით, და მუდამ ამას წრიპინებს კვნესით და გულისტკივილით:
ვინც მთა გასცვალოს ბარზედა! თვის ტომის დამწუნებელსა ჭირი მიუვა კარზედა!
და ნუ სცვლის თვისსა ენასა, თორემ ბოლო დროს მოიმკის ჩემსავით ცრემლთა დენასა!
ბუნებისაგან კრულია! მისი პირადი ღირსება ყოველგან დაჩაგრულია!
არ მოუშლიან კბენასა და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ: დაუწუნებენ ფრენასა!
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა, თვის ტომს ჰღალატობს და მითი თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!..“ |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |