მიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპალით ბნელს ჰფანტავს მისი ნათელი.
დნება, თვით მსხვერპლი დიადი, რომ მადლით გაასპეტაკოს თვალუწვდომელი წყვდიადი.
მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული, მეცა უსიტყვოდ, უძრავად, ცის სვეტად გაქვავებული.
ვხედავ სანთელს და ჩემ შუა, მხოლოდ ვგრძნობ… თვარა ვერ სწვდება ჩემი გონება და ჭკუა.
სიცოცხლე - მოკლე პატრუქი, ნათელი - ჭკუა-გონება, იმათგან გამონაშუქი.
სახატე - მთელი ქვეყანა, და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე, არ შემიძლია მეც, განა?
ჩემთან მომტანი ცეცხლისა… ის მოციქული მომავლის, მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |