რატომ მოხდა, ვერ შევძელით, ჯავრი მტერზე გვეყარა, ილიას გზით წასულიყო რუსთაველის ქვეყანა.
მტერი ბლომად გვერია, მაინც, რატომ ვერ გვიშველა რუსთაველის გენიამ.
ახლობელს და მოკეთეს დავივიწყეთ, არსაკიძეს მკლავი რისთვის მოკვეთეს.
ჩვენი ციხე-ტაძრებით, რატომ ცხოვრობს საქართველო უარესის გაძლებით.
ჩვენთვის რად წერს განაჩენს, რად არ ვცდილობთ, საქართველო ქართველისთვის გადარჩეს.
ჯავრი სხვაზე გვეყარა, სხვისი ჭკუით რატომ ცხოვრობს რუსთაველის ქვეყანა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |