კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

რომ მსახურებ, - ვის მსახურებ,

ვის ტახტს ვარცხნი, ვის სოფელში წვები...

უპირველეს! - უნდილაძე გაიხსენე,

უნდილაძის უპატრონო ძვლები.


ჩანგის მეფე გაიხსენე!

ჩალმის ფარფლი თავსამკაულს ზედან,

სპარსის ენით გაბანგული მღერალობა,

და... ისპაჰანს დაგლეჯილი დედა.


მოურავიც გაიხსენე!

გულმძვინვარე ხმალ-ხაფი და კვერთხი,

დაცამხობილ ტახტებსა და სატახტოებს,

შაჰს და ხონთქარს რომ უფენდა ფერხთით.


გაიხსენე! - მაშრიყიდან მაღრიბამდე

ახვეტილი ალაფიც და ღალაც,

ზურგში დანა, ყმობასა და ერთგულებას,

შვილის თავი, - უზენაეს ღალატს.


ყველაფერი ამოყარეს...

პატივის და პატიების ღირსი,

მაცოდინე! - რომელ ქართველს დაუფასდა

უღელი და სამსახური სხვისი.


მტრისას! მტრისას! რაც წაჰკიდეს,

რაც დამართეს! - ძმავ, შვილო და მამავ,

სხვის თეოზე აყეფებულ მგელ-ქოფაკებს,

სხვის ყოფაზე აყივლებულ მამალს.


სადროშოებს, სამრეკლოებს, საფიხვნოებს,

სისხლს აკლია! - ლხინად ვარ თუ მიჭირს,

სხვის ღორძინს და ძლიერებას გადაკლული,

შვილთა ჩვენთა სახსარიც და ნიჭიც.


კარგად გაისიგრძეგანე! -

შენი გმირიც, შენი ურჩიც, მხდალიც...

რას ეტყვიან თავმომწონე თაობები

ერთ ჩექმაში დაბერებულ ს...ს


რაღა დროის... დამტვრევიათ რქები ხარებს,

სხვის უღელში და გუთანში ნაბამთ

უპირველეს! - შენს ქვეყანას მოუარე,

დამბადებელს ემსახურე, ბაბა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ გორგილაძე  • • •   ზურაბ გორგილაძის პოეზია

მსგავსი თემები