გაბრიყვდა არაბი-ფაშა, უბედური და მზებნელი!... ნეტავ ვის ეურჩებოდა თავისუფლების მძებნელი?
მისთვის ჰყვიროდა “ალლასა”? გინდა ცამდინაც სტყუოდეს, ვინ გაამტყუნებს ძალასა?
აბა რა მოუმატია? ადრინდელ ბარბაროსობას დღეს ჰქვია დიპლომატია!..
მაშინ ხარ ჩინგის-ყაენი, და ქვეყნის გმირი, თუ მოძმეს ჰღალატობ, როგორც კაენი.
კანონიერის გზებითა: სრული უფლება ეძლევა სხვადასხვა კონგრესებითა.
ზედ მცნება აღარ სწერია; და ისტორია ჩვენ დროში მეჭორე დედაბერია!
ჭეშმარიტება არს ძალა! წესები ისევ ძველია, მხოლოდ გზა გამოიცვალა!
იმ საბრალოს და მზებნელსა!... სხვისი იმედი რას არგებს თავისუფლების მძებნელსა? |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |