მე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურებდეს, განამტკიცოს აზრი წმინდა, გულს სიწმინდით ახურებდეს!
ჰარმონია მისი ხმების ცხოვრებაში იყოს ბანი ხან ლხენის, ხან მწუხარების!
გამოსცემდეს მაგნიტის ხმას და მაზედაც ჩემი მღერა ორხმოვანად გამოისმის,
თვალთ ცრემლები ეშრობოდეს და მჩაგვრელს კი გულში ძგერით ისარივით ესობოდეს!
აშორდება უქმად გდება და, ვინც გრძნობით დაუგდებს ყურს, ვფიცავ, არც ის მოსტყუვდება!
თუ რომ ვისმე მივეფერო, და გამიხმეს ეს მარჯვენა, თუ სიმრუდით სიმთ ვაჟღერო!...
საშინელიც მექნეს ბოლო, - არ შედრკება ჩემი გული, გინდა ქვითაც ჩავიქოლო!
თუ რომ ჩემ თავს დავრჩი ავად, და მაინც არ აღვიარებ შავს თეთრად და თეთრსა შავად!
რომ სიმართლეს მსახურებდეს, განამტკიცოს აზრი წმინდა და გულს წრფელად ახურებდეს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |