შენც ხომ გევალება, ჩანგო, ეტრატებში თავი ჩარგო, შენც იქნიო სხვებთან ერთად ხმალი! ხმალი არ ჩააგო!
ღამით ფანასკერტელი ვარ! ხვალ რომ ქვა ვარ საგორავი, ზეგ - არმაზის კედელი ვარ!
ის მწვერვალი აათავა: ლომი ცოტნე, ლომი დავით და ბოკვერი - პაატა ვარ!
მე - ვიქნები! მე - მარადის ვმეორდები! მძევალი ვარ, და დღე-დღეზე თავის მოჭრას ველოდები!
უნდა ეტრატებში ჩარგო! ჩანგო, დაიხსომე ჩანგო: ხმალი, ხმალი არ ჩააგო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |