მოჰქრის ურა ცხენი მონგოლური დაღით, ზედ შავი თარაქამა ვერ უსწორებს აღვირს.
უკან სვეტად მისდევს მუზარადის მტვერით დაბნელებულ მინდვრებს.
მულიდების ყივილს, საყვირებით ზურნით დროშების ტყე წივის...
ბრწყინავს თათრის ჩალმა, მოდის ჩინგისხანი, გზა გაცეცხლა ალმა!..
მინდვრის დალაქებს, გაშანთულ მიწის ქერქს დათხრილ ქალაქებს...
მდუღარე გიშერს, შანშას, შარვაშას, მხარგადაკრულს, შიშველს!
ღრიანკალს, ბუს, დამდნარ გალავნებს, გოგირდის ბურს.
აჩეხილ ფალავნებს... ცხენის ქაჩაჩში ჩარჩენილ თავთავს, უზანგში-მტევანს, ვენახში-სამარეს, ნაფუძნებს თეთრი ძვლით მოთესილს, მეწყერებს, ტრამალებს, ტრამალებს.
წყაროზე ტაგანი და ვერცხლის ნაჭედ იატაგანით, - კეთრით, ბუგრით ივლის. - მხარგრძელი ანგელოზი, მონგოლური ანგელოზი დაადგება თბილისს, ქალაქის გულს დაბეჭდავს, გულში სიკვდილს დათესს, და ქართლი განკვართული ნაპრალებში, მღვიმეებში ჩააყენებს ნათელს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |