აქ ისეთი სიჩუმეა, ღვთის ისეთი წყალობანი, არ იქნება არ მოგესმას ანგელოსთა გალობანი, იმოსება მთა და ბარი ღვთაებრივი მზეთამზითა, ღვთისმშობელი თავის სამწყსოს გადასცქერის ზედაზნიდან.
მგალობელი, მარტო ლოცვა, მარტო სული, წამებული წმინდანი ვარ, ფრესკიდან ვარ გადმოსული.
მეუფლება, მხოლოდ რწმენა, მხოლოდ შიში ცათა გახსნის, ცათა გახსნის, ცათა გახსნის მოლოდინში. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |