დღე დგება უტყვი და უჩვევი, მეწამულ ბილიკზე ვდგები, - ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე, გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები.
თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით... ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები, ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი.
გლოცავთ და მიშრება ყელი, - ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი!
ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი, - ავუვსოთ ერთმანეთს გულები, სიყრმის და სიცოცხლის რწმენით!
სიტყვა გამოვნახოთ თბილი, - ლოცვით მიმოვყაროთ ნისლები, ფარად ავეფაროთ თბილისს!
შევუწყოთ ერთმანეთს ხმები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ზღაპრები, ვაჩუქოთ ერთმანეთს წლები.
ო, გულო, რა უცებ თვრები, ვაჩუქოთ ერთმანეთს თვალები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ფრთები.
ვფხიზლობ და ვჩურჩულებ: - ამინ! დავუთმოთ ერთმანეთს დილა და დავუთმოთ ერთმანეთს ღამე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |