სადაც ტყვიების ისმოდა დარდი და მწუხარება რეკავდა ჩუმი - საქართველოს გაჩნდა შტანდარტი: მოდის ტფილისი, მოდის ბათუმი.
თამარის წმინდა ცრემლით სოველი და სიმაღლეთა ქორივით შორი, მტკვარში ჩაეშვა სვეტიცხოველი.
ცვალებადია დღეთა ტრიალი, კართან დარაჯად გაყინდა ლომი კავკასიონი და დარიალი.
გაფითრებული იყო ყოველი - ცურავდა ღამის მთვარეულ ლილით დამუქებული სვეტიცხოველი.
გზაჯვარედინთა იყო რკალები შავ ზღვაზე ნავთა დაუდევრობა, ფრთები, ტალღები და გრიგალები.
სასანთლეების წყალზე მთოველი, ზვირთებზე ოდნავ დალანდებული ეშურებოდა სვეტიცხოველი.
იქ ნავსადგური იყო ნაგები; იქ ერთდებოდა რკინისგზის ხაზი და დაქსელილი ლიანდაგები.
ნათლით ელავდა მათი ქსოვილი, ყვაოდა ლურჯი იასამანი შემობურული სვეტიცხოველი.
ახალ პაროლებს გაყვა მხლებლები, და თავრიზამდე მიმავალთ ცეცხლით ჰქროდნენ კივილით მატარებლები.
იმათი დახსნის ლოცვით მთხოველი, და ლიტურგიებს ისმენდა მტკვარი და გუგუნებდა სვეტიცხოველი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |