ქართველ ქალებზე ლამაზი ძვირია ქვეყნის პირსაო: თამარი იყო პირველი, ცალი მნათობი მზისაო.
ქვრივისა, ობოლისაო, ვეზირი ჰყავდა სწავლული, ბადალი სოკრატისაო.
ვეფხისა ტყაოსნისაო, შვიდას წლის წინათ მომკვდარი, დღესაც ფარანი გზისაო.
მმოსავი მაღალ ღვთისაო, ერთხელ შეესწრო საყდარში შინ დაავიწყდა ქისაო.
მთხოვნელი წყალობისაო, ეს რომა ნახა, შესწუხდა, რად დამავიწყდა ქისაო.
გლახებს გადასცა ისაო... შავი ზღვით კასპის ზღვამდინა, სულ განაგებდა ისაო.
ნათალი სალი კლდისაო; შიგ დაასვენა ხატები, ოქრო-ვერცხლის და ხისაო.
ართავდა ძვირფას მატყლსაო, ჰკერავდა სხვადასხვა რამეს, შესამოსელსა კარგსაო.
დაურიგებდა ხალხსაო: მის დედობრივი ხილვაი შეეძლო ყველა ქალსაო.
ის იმდაბლებდა თავსაო; კეთილი სიტყვით, სამართლით ასამართლებდა ხალხსაო.
ტაძარი სიმართლისაო; გვირგვინი პატიოსნების, ფარანი ბნელი გზისაო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |