თუ ჩემი ლექსი იქროლებს ქროლით, შენ სიყვარულით მუდამ იმგზავრებ, ვეალერსები ცას - ბროლით ნაჭედს, შენს მთებს, ვენახებს, ბაღებს, ნიგვზნარებს.
სადაც შენა ხარ, დარეკს იქ ზარებს, შენმა მინდვრებმა, შენმა ჩანჩქრებმა ლექსისთვის სუნთქვა გამომიგზავნეს.
თავზე მადგია შენი კაშკაში, სადაც შენ იბრძვი, მეც იქ ვმღელვარებ, შენი მხედარი, შენი ვაჟკაცი!
განათებული შენი ოცნებით. ჩემი სამშობლოს იავ და ვარდო, თქვენს წმინდა წიაღს შევეხორცები!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |