კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

გალაკტიონს გაუმარჯოს! გაუმარჯოს გალას!

ქართულ ძუძუს! ქართულ ბაგეს! ქართულ თავის ქალას!


გაუმარჯოს ქართულ მხარ-მკლავს, იმათ ბრძოლით მოღლას!

ქართულ სიტყვას! ქართულ სუფრას! ლეონიძე გოგლას!


გაუმარჯოს ქართულ ზეცას და ვარსკვლავებს უთვლელს!

უფლის შეგირდს გაუმარჯოს - გასაოცარ რუსთველს!


გაუმარჯოს ქართულ ანბანს, ზღვათა შესაკრებელს!

კავკასიონს გაუმარჯოს, ქართველივით ბებერს!


და სიკვდილსაც გაუმარჯოს - სიცოცხლეთა მიზანს!

მარადიულ სიჭაბუკეს, გაუმარჯოს მირზას!


ვინც გული ალმოდებული მამულის ფერხთ დადო,

დევს შეება ასთავიანს - გაუმარჯოს ლადოს!


გაუმარჯოს ქართულ გუთანს, ქართულ ქედს და მაჯას,

რაზიკაშვილს გაუმარჯოს - სულცისკრიან ვაჟას!!!


ქართველ დედას გაუმარჯოს! და ნატერფალს მისას!

ხუთკუნჭულას, ხარს წიქარას, გულთამხილველ მისანს!


დაიჩოქეთ! წინაპრები სათათბიროდ სხედან!

დედამიწა არ ეღირსოს საქართველოს ცხედარს!!!

მსგავსი თემები