ნეტა ასეთი რა ცოდვა გაძევს, - ვფიქრობ და ცრემლი ღაწვზე დამადნა, ვერ შეგისრულებ, მეფეო, ანდერძს, ვერა, შენს გულზე ფეხს ვერ დავადგამ.
ზარები რეკენ სადარდიანოდ, ქარს გაუშლია თმები და მოთქვამს, მე გულზე როგორ გადაგიარო.
ვით შორეული ნიამორები, მკლავებგაშლილი ჩავბღავლებ საფლავს და მუხლმოყრილი ვეამბორები.
ცაში ღვთისმშობლის ძუძუნაწოვარს, ამ ლოდქვეშ შენი სიცოცხლე ბორგავს, დაუხარჯავი შენი კაცობა.
სულში ჩამჭკნარი თეთრი ყვავილი; ვერა, შენს გულზე ფეხს ვერ დავადგამ, ვერა, შენს მკერდზე ვერ გადავივლი. |