შენ არაერთხელ გაიპარე სიკვდილში, ომში, პატარა ბიჭი გაიპარე, ახლა ხარ დიდი, შენ გაეპარე დედ-მამას და მომავალ ცოლ-შვილს, შენ გაეპარე სიბერეს და სიბერით სიკვდილს.
და იმ წუთიდან აღარ იყავ დედის შემბრალე, შენ სინდისს თურმე საცრისტოლა თვალები ჰქონდა, და სიკვდილს ალბათ ამიტომაც ვერ დაემალე.
ნახე სოხუმი დაცემული, ნახე ჭუბერი, და შვილებისგან ყელგამოჭრილ საქართველოზე, ნახე ვეშაპად გაწოლილი დარდის ღრუბელი.
სიკვდილს შენ თვითონ დაეძებდი ჯიქურ სარქენად, ეჰ, შენი მკვლელი პირველ რიგში მამაშენია, პაატას კველზე ბავშვობიდან რომ შეგაყენა.
ჟამი კი მიდის რია-რიით, ლიტანიითაც, შენი ტოლები გრიალებენ სადღაც კვიპროსზე, ზოგიც სამძიმარს აგზავნიან იტალიიდან.
დაიხსნის მიწას, ლტოლვილების ცრემლებით ნამულს, ადექი ბიჭო, ადექი და კვლავ გაიპარე, შენი სიკვდილი კვლავ ჭირდება შენს ტანჯულ მამულს!!! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |