კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მზის წილხვედრო, ცით ნაკურთხო

სამოთხეო, ედემ-ბაღო,

ყველას ეზღო თავის წილი,

შენზე ხელი ვინც ააღო.


არ ხარ მარტო, ღმერთი შენთან

იყო, არს, და სულ იქნება...

დაგიფარავს ავისაგან,

მართლის ქმნაა მისი ნება.


და თუ ღმერთი შენთანაა,

რას დაგაკლებს ბოროტება?!

წამება ხომ გამოუთქმელ

სიხარულით ბოლოვდება!


თუმცა მტერი ყოველ მხრიდან

ბედავს ბრძოლას, გიქმნის ქაოსს, 

- ნათელ მხედრის წმინდა ცეცხლით

უმალ თვითვე აღიგავოს.


შენ იცოცხლებ, იყვავილებ

სიმართლით და ზეცის ძალით,

სულ იქნები, საფიცარო,

ყველა ნატვრის ნატვრისთვალი.


სიხარულის ჩანჩქერები

გიგალობენ ღვთიურ ნანას, 

- ზეციურმა საქართველომ

კვლავ შეგასწროს ოქროს ხანას!

მსგავსი თემები