დაცემულ რწმენის, გინა სიმართლის, კვლავად აღდგომად - აღსდექ, ლაზარე! ვიდრე ბოლომდე ნათლის კარს - რკინის ბნელის ურდულით ჩაგვირაზავენ.
რათა ვირწმუნოთ - აღსდექ, ლაზარე! ვიდრე ცრუთა და ფარისეველთა მზეი ცხოველიც არ შეგვაზარეს...
ახლა ზრიალი გააქვთ სხვა ზარებს, კაცთა, მართალთა, სულის სალხენად, სულის მეოხად - აღსდექ, ლაზარე!
მაშრიყ-მაღრიბი დაისამზღვარე; ბნელეთის ბჭენი შენი მაისის ჭექა-ქუხილით შეაზანზარე.
ავი ბზუილი გააქვთ კრაზანებს, და ჰა, საცაა ნათლისმგმობელნიც რწმენის ნათლის კარს ჩაგვირაზავენ.
სიცოცხლეც ჩვენი არ შეგვაზარეს, წამოდექ რისხვად და ძლევად მათდა, სასწაულებრივ აღსდექ, ლაზარე! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანზორ აბულაშვილის პოეზია |