მთარგმნელი: რეზო თაბუკაშვილი
ლეგენდად ქცევა, სინამდვილეს დრო და დრო შვენის, დღევ უფერულო, უკვდავება თურმე გელოდა! უგრძესად იქცა უმოკლესი სიცოცხლე შენი, თავადიშვილო, იმ შორეულ საქართველოდან.
აღარ დასცალდათ შენი სულის გვემა ტიალებს, შენი გმირობა რადგან უკვე იქცა არაკად, შენზე სათქმელი რაღა რჩება მემატიანეს?!
შუბლზე კი ორი ნატყვიარი დაგრჩა იარად, გმირობისათვის ერთი ტყვიაც ხომ იკმარებდა, მაშ, ეს სიცოცხლე სიკვდილს ორჯერ რად ეზიარა?!
რომ შესწირვოდი შენს საფრანგეთს, შენს საქართველოს! |