მზეს მადლობა... მოვესწარი შვილთაშვილის დაბადებას, დაფიქრება დარდიანი ჩავლილ დღეებს ჩაბარდება. მარანიდან მხრები როგორ გავატიო, ათი ყანწი... ათი ღამე თეთრად უნდა გავათიო. არ იქნება არავისი მომდურება, ახლა რა დროს მოწყენაა ან ჩანგების მოდუნება. სარაინდოს, აღტაცებას ვეღარ ვმალავ, ზღაპრებსა და ლეგენდებში გადავდივარ ყირამალა! სიზმრის ცეცხლო, ჯიშ-ჯილაგით ბევრზე მეტო, სამშობლოში ქართულ სულის აღზევება დაგებედოს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |