კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

− I −


უკან დარჩა უდაბნო...

და ბაღები ფშატის,

ლომთა კმინვა... თუთიყუშთა კვიწინი...

ბრუნდებოდა ნერსე ნაჩუქარი ფაშატით,

უკან ბიჭი მოსდევდა არაბული კვიცივით.

- რატომ მოსდევ, ბიჭო, მაგ ურჯულო გიაურს,

გაანებე თავი, ჯანდაბის გზით იაროს!

საით მისდევ, უგუნურო, სად სიკვდილში მისდევ,

რად არჩიე მაჰმადს წამებული ქრისტე.

რად არჩიე უზარმაზარ გამარჯვებულ ხალიფატს

ერთი მუჭა მიწა დამარცხებულ ხალიბთა.

საით, ცოდვის შვილო, შეჩერდი!... შეჩერდი!...

მაჰმადის მახვილივით ლაპლაპებდა მეჩეთი...


− II −


ცხენის შარდით და ფრუტუნით მონასტრები ყარდა

და მზე ჰგავდა ცხენის ფლოქვით ახრჩოლებულ ღადარს:

ცხენის ფლოქვით დადაღული მტევანი თუ ფერფლი

კბილებს კრეჭდა, ქირქილებდა, ვით სიკვდილის ღერბი.

და ყვავს ჰგავდა ჭვარტლისაგან დაბარდნილი ჩიტი.

 

− III −


რაც არუნდა დიდი იყოს საქართველოს მსხვერპლი,

სიყრუე და გულქვაობა გადამთიელ ხეპრის, -

იმ ფერფლს,

შავ ფერფლს,

სიძულვილის აუწონელ ზღვა ფერფლს

აბოს ფერფლი გადასწონის, ერთი მუჭა ფერფლი...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები