კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

წუხელ ქურდულად მესროლეს ტყვია, 

ტყვიას ამცდა და ჩემს ბავშვებს მოხვდა. 

გულზე მარტყია სიკვდილის ხვია, 

ოცი დაჭრეს და ოცივე მოკვდა.

რას ვიფიქრებდი, ხმა ჩამიწყდება, 

ვერ დავიფარავ მკერდით პატარებს, 

ჩემი ოცნება აქ დამიწყდება 

და გზებზე მარტის წყევლა მატარებს.

მეგონა მთაზე  ყვავილებს მოვკრეფ, 

ცისკრიან ბალახს დამიფენს ვაკე...

მე მესროლეს და ბავშვები მოკლეს, 

მერმე მეც ხიშტით მესროლეს ცალკე.

დამიჭირეს და პირი დამიხშეს წუხელ, 

მკერდში ვარამი ვეღარ ჩავტიე, 

ჭერი მეწვის და ვერავის ვუმხელ, 

სამშობლოვ შევცდი და მაპატიე.

ეს წინაპრის თუ ჩემი მარცხია, 

ქვიშა გამშრალა და მეც გავშრები. 

დედავ თბილისო, სისხლი გაცხია, 

სისხლში განბანეს შენი ბავშვები.

მეწამულ ფერით მტკვარი ხელდება, 

მლაშე  ცრემლებმა ქვები დაღარა, 

ნუთუ თბილისი უკვე ბერდება 

და მთებს ედება ნისლი ჭაღარა.

მტკვართან აპრილი არ მოვა წლეულს,

ნაპირებს კვეზავს სისხლის ტბორები

და საქართველოს დაჩეხილ სხეულს

ჭრილობებს ვბან და ვეამბორები.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

მსგავსი თემები