საით წასულან შენი ვაჟები, შენი გმირები ცეცხლის თვალება, რომ იტაცებდათ გარიჟრაჟები და ქარიშხალში დროშის ტარება.
ნუთუ წყვდიადის ქვეშ იფარება, აღარ მოესწროთ გამოზაფხული, ზეცის ამგვარი გამოდარება!
ვეღარ უხილავთ ეს მთა-გორები, მიწა - მათივე მკერდით ნათბობი და სიკვდილის წინ ნაამბორები.
არ დაკარგულან სისხლის ტბორები. შენ შეგემატა მათი ნათელი და სიჭაბუკე უმეორები.
ქარი ამღერებს ჭაღარა ჭადრებს. არ ივიწყებენ გმირთა სახელებს, რომ დაცემულან რიჟრაჟზე ადრე.
ბნელი ხევებიც მზით აელვარდნენ. ქვყნად გაისმის შენი დიდება და მათ საფლავებს აყრიან ვარდებს! |