კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ჩემი სამშობლო ამრეზილი თვალით მიყურებს,

რა ვუყო, მოვწყდი, ვეღარ ვთიბავ მინდორში ბალახს,

სულაც არ ვდარდობ, რომელ ხრამში ჩამაყუდებენ,

სანამ ღვინოში შევაკვდები ვიღაცა ჯაგლაგს.


ვიცი, რომ ვგევარ უღრან ღამეს ვარსკვლავდამარცვლილს,

იმასაც ვხედავ, ეს ცხოვრება როგორ შემაშრა,

ვინ დამინანებს, ვინ აიღებს ხელში საცეცხლურს,

მე ვინ ჩამატანს ამ სივრცეთა თვალუწვდენ შარას.


ნეტავ იცოდე, საქართველოვ, როგორ მიყვარდი,

როგორ ვკოცნიდი შენს ნაწვიმარ ვარდებს, გვირილებს,

შენ კი გულიდან ნეტავ რაზე ამოგივარდი,

ნუთუ ოდესმე არ მიხედავ ჩემს შვილიშვილებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ნიკო სამადაშვილი  • • •   ნიკო სამადაშვილის პოეზია

მსგავსი თემები