ამოვალ, როცა დაბინდდება თბილისის ზეცა, ამოვალ, როცა მამადავითს ღამე შებურავს, როცა ლაჟვარდებს ვარსკვლავს იქით გადააქცევენ, და მთაწმინდაზე დაიჩოქებს მშიერი ტურა.
ნოტიო კლდეზე ქართვლის დედის ცრემლი იელვებს. ღამე გაჯდება სივრცეებში უდაბნოსავით, შენი ცხედარი ქართლის შუქზე გაახელს თვალებს.
მათი ჟივჟივი დააბუჟბუჟებს ყამირ მიწას, პოეტის გლოვას. ათასი წლების მდუმარება დაგვიბრუნდება, გულის უბეში შენ დარჩები შთამომავლობას.
რომ მოინდომოს შენი ბედის უმადურება? რას აყვავდება შენს მიწაზე ძეძვი, კუნელი ან რას მიგწვდება ცის პირქუში უდაბურება?
არ აღავლინოს შენ ლოცვა და მწუხარება. ო, ეხლაც ახსოვთ შენი სუნთქვა ყვარლის ხეხილებს, ლექსების ლოკვა რომ იცოდნენ ნიშა ხარებმა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |