კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მაგ სუფრიდან

არაფერი აიღო!

მაგ სუფრასთან

წუხელ გასცეს

უფალი!

ქრისტეს მცნება

ვინაც ყურად არ იღო,

არ ასცდება

იუდას ნასუფრალი!

ზოგი მამლის

ყივილამდე გიგანებს!

ზოგი ისევ

ამჯობინებს ავაზაკს!

მე კი მხიბლავს

შენი ზვრების სიგანე,

სიცოცხლე რომ

ასე გამილამაზა!

გაიცინე,

როცა გიმზერს

ჯალათი!

გაიცინე,

როცა უმზერ

არქიფოს!

არაფერი

დაიჯერო ამათი!

ოცდაათი ვერცხლიც

ამათ ათქვლიფონ!

როგორ ახლოს

მოფრენილან სვავები!

ეს კანკელიც

შინაურმა დალეწა!

რატომ იტანს

ფილაქანი სამების

ღვთის ტაძარში

შემოპარულ

გარეწარს?

ბუღა-თურქიც

უნდა მკერდით

გათელო,

თუ ცრემლები

საქართველოს

გამოგდის!

ეს მსტოვრებიც

მოინელე, ქართველო!

ერო ჩემო,

მცხეთის კართან

გამოდი!!!

მსგავსი თემები