გორო, ქართლის შუაგულო მეთაურო ქართლისაო, ადრე ღირსად წამებულო, დღესაც მთქმელო მართლისაო! მაღლით თვალი უფლისაო, ერთგულო და საიმედო წილხვედრის ღვთისმშობლისაო! დღეს ცრემლის და ოფლისაო; ტყვის დამხსნელად მონამზადო, საიმედოვ ობლისაო! მუხლი მოიბი მგლისაო, გაჰკაფე, გადაიარე გრძელი გზა მომავლისაო. შესარგო მამულისაო, და ნახავ ნამგლის ტრიალსა “ჰოპუნით” მომკელისაო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |