ჩუ! ქართველო! ბედნიერო, ნუ ამბობ მამული მიყვარს, როგორ უნდა დაგიჯერო, რომ ძმის სისხლით ხელი გიყარს. „ქრისტიანი ვარ” ნუ ამბობ. როგორ უნდა დაგიჯერო, როცა ჭეშმარიტებას ჰგმობ? ნუ ამბობ, რომ ჭკვიანი ხარ! როგორ უნდა დაგიჯერო, როს ყელამდე სისხლში ზიხარ? „მამაცი ვარ”! ნუ იძახი: როგორ უნდა დაგიჯერო, როცა ტყავს გაძრობს მათრახი. ნუ ამბობ: „ვარ მე ლამაზი!” როგორ უნდა დაგიჯერო: სახეზედ გაქვს შურის ხაზი!!! ქართლი შენგან არას ელის, და მაშ როგორ დაგიჯერო, რომ შვილი ხარ შენ ქართველის. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |