ჩვენ არ ვიცოდით, ჩვენ ვერ ვგრძნობდით თუ რა გველოდა, ჩვენი ბავშვობა სინამდვილეს როცა შეება, გაიმარჯვებდა უსათუოდ დღევანდელობა, არ აგვცდებოდა სამოთხიდან გამოძევება.
ვეპოტინებით სინანულით, წარსულზე გლოვით, დედის და წიგნის მფარველობით გამოზრდილები დავიწყებული მელოდიის უნაზეს ქსოვილს..
უჩინარ ხემზე მოფარფატე პეპლის თრთოლვაში, უთანასწოროდ, უნუგეშოდ ვართ ჩაბმულები ოცნებისა და სინამდვილის ორთაბრძოლაში.
ჩვენ ის მოგვეცა ერთხელ საჩუქრად და დავკარგეთ... დღეს ტანჯვით სავსე, ჩვენი ცხოვრება განწირულის მონოლოგია, ჩვენ ვაკაკუნებთ დაკარგული სამოთხის კარზე... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |