გამხიარულდი ბუხარო, გულჩახვეული ნუ ხარო! ზაფხული მოდის, ზამთარი მიდის და რაღას სწუხარო?! ვერიდებოდი ქარ-ბუქსა, მაგრამ მოვესწარ გაზაფხულს... სხვა ხმაზე უკრვენ სხვა ბუკსა. მოელის მზისა სხივებსა, - ვინ იარაღს სწმენდს, ვინ ლესავს და ვინ ამზადებს ტივებსა. “შევერთდეთ ძმურად ყველაო, “ნანინა” ვუთხრათ ზამთარსა გაზაფხულს “დელა-დელაო” |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |