ს. ორჯონიკიძე დააჯილდოვეს ორდენით
„თბილისის აღებისათვის“
თბილისს ბევრი ახსოვს აკლება, თარეში სხვა ტომთა მხედრების, კევრით გალეწილი აკვნები და ძუძუგამშრალი დედები.
კახეთი ფუძიდან აყრილი, ბრძოლა კრწანისთან თუ კოჯორთან, დღეები მარტის თუ აპრილის.
ნიჩბები - ქცეული მახვილად, ჯალათი - თბილისის ამკლები, ქართული დროშები დახრილი.
ოსმალოს, სპარსის თუ ლეკისა, ახსოვს საქართველოს გოლგოთა, ჯვარი და გვირგვინი იკლისა.
თუმც ბოღმა ათასჯერ აყვირდა. თბილისის ამღებს და სისხლისმსმელს ისპაჰანი ვარდებს აყრიდა.
ვერცხლით და იუდას ამბორით. და სახელს თბილსის ამღების ზეიმით ხვდებოდა სტამბოლი.
სახელი იუდას თუ კაენის (ღალატის სანაცვლოდ ხალათი სულთანის, მეფის თუ ყაენის)
(დიდგორის დიდ ომსაც იხდიდა) ახსოვს ნარიყალას გაცემაც, ციხე - გატეხილი შიგნიდან.
და წლები ბევრ რამეს აგონებს, შემცბარი უყურებს მურვან-ყრუ ტყვიებით დაცხრილულ ვაგონებს.
რაც თბილისს მან სისხლი ადინა, ჩინგიზს და თემურს თუ ახარებს, აოცებს ბაღვაშს და შადიმანს.
საფლავზე ბალახიც გადახმა, ვინც გიპირებდა, ივერიავ, წაღმა და უკუღმა გადახვნას.
სირცხვილი და გულის საკლავიც - შვილები მახვილს რომ ლესავენ, სამშობლოს ჯვარზე რომ აკრავენ.
თითქოს ბაზრის დახლზე გაკიდულო. სიხარბითა და სისულელით გასაჩუქრებულ-გაყიდულო.
(აივსო ფიალა მოთმენის), ჯილდოდ საქართველოს ღალატის ჩინი, მედლები და ორდენი?! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |