ისევ წმინდაა შენი მთაწმინდა, ქარი იჩოქებს, ლოკავს და მიდის, ხეობებში კი მტკვარი გაწვდილა, როგორც ქარქაშში ხმალი დავითის.
და სიყვარულით გადარჩენილით, ჩემი თბილისი დგას და მიყურებს, ნამტირალევი დედაჩემივით.
ძირს დაფშვნილ წლების აბლის ობია, ნუთუ ყოველი ისე გაცივდა, ისევ თავიდან გასათბობია?
ჩემი დარ-ავდრით, ღელე-ღურდნებით, დღეს უფრო მაგრად, მძაფრად, აშკარად, დაბრუნებული კვლავ გიბრუნდები.
და მაინც ნატრობს ჩუმი სინაზით, - ეჰ, ვუყვარდეო ამ ქუჩებს, როგორც დიასამიძე უყვართ ნიაზი.
რადგან მშობელი იყავ, ხარ, ცხოვრობ, ზოგს უნდა გავხდე შენი სტუმარი, რათა სამშობლო კვლავ ვიმათხოვრო.
ჰიმნი ერთობის თუმც ვინ გაღირსა, რომ ავგუგუნდეთ ჩვენ, კუთხეები, როგორც ხეები ერთი ბაღისა.
ქარი კანკალით ლოცავს და მიდის, ლურჯ ხეობებში მტკვარი გაწვდილა, როგორც ქარქაშში ხმალი დავითის. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |