წამო, მითხარ, სადაური კაცი ხარ, რას დაფრინავ ცაში კამარ-კამარა! შეხე - ადგილს ნაომარს და ნაციხარს რა ატლასი შემოუკრავს ქამარად.
"არ არისო ძველებური ქარვასლა". - აქ მერცხალსაც უჭიკჭიკოდ არა სურს მთიდან მთაზე გადაფრენა, გადასვლა.
ეს ფოლორცი - სიხარულის მთოვარი, აქ ფიცს იღებს საქართველოს მხედრობა, რომ დაიცვას ქვეყნის მონაპოვარი.
და თბილისი - შიგ ჩასმული ბადახში. გავცქერ არეს უხინჯოს და უნაკლოს, წერეთელის დინჯ შუბლივით გადაშლილს.
ასეთი მზე მე ჯერ არ შემხვედრია! ეს ჩუქურთმა ჩამოთლილი ინახად თავისუფალ საქართველოს ხვედრია.
ჩაეზრდე მშობელ მიწას ფესვებით. ახალ თბილისს - ახალ კოკორს ნაღვიძარს - უგალობე ნამუსიან ლექსებით. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |