კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

მეშვიდე მეცადინეობისათვის მხოლოდ ერთი ახალი სიტყვა შემოდის გასაცნობად. ესაა „ბზა“. პედაგოგი დაფაზე გააკრავს ბზის სურათს და ქვეშ შესატყვის წარწერას დაუდებს.

პირველ რიგში პედაგოგი ბავშვებს რამდენიმე შეკითხვის საფუძველზე გაამეორებინებს მეექვსე მეცადინეობაზე შესწავლილ სიტყვებს. გაკვეთილზე ახალი სიტყვის შესწავლასთან ერთად კი გამოიყენებს ოთხ ნებისმიერ უფრო ადრე ნასწავლ სიტყვას. ვთქვათ: ხეს, მზეს, ჭასა და იას.

პედაგოგი უჩვენებს ბავშვებს ბზის გამოსახულებას და რამდენიმე სიტყვით ესაუბრება ამ მცენარის შესახებ.

რომ ბზა, მარადმწვანე დაბალი ხეები ან ბუჩქებია. საქართველოში მოშენებულია ბზის 4 უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი ანუ მარადმწვანე ბზა; წვრილფოთოლა ბზა; იაპონური ბზა და ბალეარული ბზა.

ბზა ცოცხლობს 500-600 წელს, იზრდება ნელა. მისი მაგარი და მძიმე მერქანი გარეგნულად სპილოს ძვალს წააგავს. კარგად პრიალდება.

ბზის ფოთლებისა და ტოტებისაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს; ქერქისა და ფოთლების ნატენს იყენებენ მედიცინაში.

შემდეგ ეკითხება მოსწავლეებს, თუ რა არის სურათზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) გამოსახული?

სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია ბზა; დაფაზე გაკრულია ბზის ტოტი; ეს არის ბზა...

შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე (ან სახელმძღვანელოში ბზის გამოსახულების ქვეშ) დაწერილ სიტყვაზე „ბზა“ და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „ბზა“, ხოლო ზემოთ კი ხატია ბზა.

რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია ბზა; იქ წერია ბზა;

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი ბზის გამოსახულებაზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია ბზა; დაფაზე გაკრულია ბზის სურათი...

პედაგოგიც უდასტურებს, დიახ, აქ ხატია ბზა, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „ბზა“.

ბავშვებო, როგორი მცენარეა ბზა? - ისევ ეკითხება მასწავლებელი.

სავარაუდო პასუხები: ბზა არის მარადმწვანე მცენარე; ბზას ბზობის დღესასწაულზე ეკლესიაში აკურთხებენ; ბზას სამკურნალო თვისებები აქვს; იგი რომ დიდ ხედ გადაიქცეს, უამრავი წელი სჭირდება; ბზისგან ცნობილი ხელოვანი არსენ ფოჩხუა, ულამაზეს რელიეფურ ხელოვნების ნიმუშებს აკეთებდა...

ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფი კითხვა - მეშვიდე მეცადინეობა - ბზა

 

ბზა

 

მეორე პროცედურა
ვარიანტი - ა

დაფაზე მიმაგრებულია მხოლოდ ერთი ახალი სურათი. პედაგოგი გამოიყვანს ბავშვს და აწვდის მუყაოს ფირფიტას წარწერით „ბზა“, რათა მოათავსოს შესაბამისი ნახატის ქვეშ. შემდეგი მოსწავლის დავალებაც იგივეა. საბოლოოდ მუშაობაში მონაწილეობას ყველა მოსწავლე მიიღებს.

სახელმძღვანელოში ყველა მათგანს მიეცემა ასეთი დავალება: შეაერთონ ნაწერი „სკა“ შესაბამის ნახატთან ისრით ან თითით.

ვარიანტი - ბ

ამჯერად დაფაზე მიმაგრებულია ნაწერი. ამ შემთხვევაში პედაგოგი ბავშვებს თანმიმდევრობით მიაწოდებს ბზის გამოსახულებას, რათა შესაბამისი ნაწერის ქვეშ მოათავსონ.

დავალება სახელმძღვანელოში: ბზის გამოსახულება ისრით (ან თითით) დაუკავშირონ შესაბამის ნაწერს!

ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მეშვიდე მეცადინობა - ბზა ბზა

მესამე პროცედურა

თამაში - „აკვარიუმი“

აკვარიუმში ხუთი მუყაოა მოთავსებული. ერთი ახლადშესწავლილი სიტყვა „ბზა“ და ოთხიც - წინა გაკვეთილებზე შესწავლილი სიტყვები: ხე, მზე, ჭა და ია. ბავშვი ხელით ან „ანკესით“ ამოიღებს ერთ - ერთ ფირფიტას, ხმამაღლა წაიკითხავს და გვიჩვენებს დაფაზე გაკრულ შესატყვის სიტყვას.

ასეთივე პროცედურა გაიმართება დანარჩენი სიტყვების გასათვალსაჩინოებლადაც.

დავალება სახელმძღვანელოში: მასწავლებლის მითითებით ბავშვები შეარჩევენ ყველა ნაცნობ სიტყვას, თითს დაადებენ ტექსტს და წაიკითხავენ ხმამაღლა და ჩუმათ.

ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფი კითხვა - მეშვიდე მეცადინეობა - თამაში აკვარიუმი


ჭა ია ბზა მზე ხე

  

მეოთხე პროცედურა

ცოდნის განმტკიცება

პედაგოგს მაგიდაზე უწყვია ყველა ის ნახატი, რომლის ტექსტიც აკვარიუმიდან ამოიღეს და უკვე წაიკითხეს ბავშვებმა. დაფაზე კი მოთავსებულია ნაწერები. მასწავლებელი გამოიძახებს მსურველ ბავშვს მაგიდასთან და შეთავაზებს, ამათ შორის ამოირჩიოს ბზის (ხის, მზის, ჭისა და იის) სურათი და ქვეშ დაუდოს შესატყვის ნახატს.

შემდეგ შეიძლება სიტუაციის შეცვლა საპირისპიროდ: დაფაზე ათავსებს ნახატებს, მაგიდაზე კი - ნაწერებს. გამოძახებული ბავშვებიც შესაბამისად რიგრიგობით აიღებენ წარწერიან მუყაოებს, წაიკითხავენ ხმამაღლა და მოათავსებენ შესატყვისი გამოსახულების ქვეშ.

სახელმძღვანელოში: დაადებენ თითს ჯერ სურათს, ხოლო შემდეგ შესაბამის წარწერას და ხმამაღლა წაიკითხავენ. შემდეგ - პირიქით, ჯერ წაიკითხავენ წარწერას, შემდეგ კი მოძებნიან შესაბამის ხატს. შეუძლიათ მათ შორის ხაზის გასმა, ან უმჯობესია თითის გავლება.

ცოდნის განმტკიცება - მეშვიდე მეცადინეობა - ბზა ცოდნის განმტკიცება - მეშვიდე მეცადინეობა - ხე ცოდნის განმტკიცება - მეშვიდე მეცადინეობა - მზე ცოდნის განმტკიცება - მეშვიდე მეცადინეობა - ია ცოდნის განმტკიცება - მეშვიდე მეცადინეობა - ჭა

ხე ია ბზა ჭა მზე



მეხუთე პროცედურა

ამ შემთხვევაში პედაგოგი დაფაზე განათავსებს მხოლოდ ამ ერთ ახლადნასწავლ სიტყვასთან ერთად რამდენიმე იმ სიტყვებსაც, რომელიც მომდევნო გაკვეთილებზე უნდა შეისწავლონ.

ბავშვს (ან ბავშვებს - სახელმძღვანელოში) ევალება სიტყვების ამ გროვიდან ნაცნობი სახელის ამორჩევა. მაგ: ამოირჩიე ნაცნობი ნაწერი „ბზა“ და წაიკითხე ხმამაღლა (ან ჩუმად)!
წიგნში მონახეთ ნაწერები, თითი დაადეთ ნაცნობ სიტყვას და წაიკითხეთ!


ბზა უთო მთა ტყე



მეექვსე პროცედურა

პედაგოგი დაფაზე დებს მხოლოდ ახლად ნასწავლ სიტყვას „ბზა“ და მთელს ჯგუფს ერთდროულად აკითხებს. თუ ბავშვებმა სიტყვა ვერ წაიკითხეს, აღნიშნულ სახელს შესატყვის სურათთან ერთად კვლავ ერთად გააკრავს დაფაზე და თავიდან გაააზრებინებს ყველაფერს პატარებს.

სახელმძღვანელოშიც მოცემულია ეს ერთი სიტყვა, რათა განმტკიცდეს ამ დღის ნამუშევარი.

სწრაფი კითხვა ნახატების დახმარებით - მეშვიდე მეცადინეობა - ბზა

ბზა

მსგავსი თემები