კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ვარდების ფურცლებს ყრიან მაღლიდან,

სევდით მძიმეა ცა ყველისფერი.

თოვაში ქალი მოდის თაღლითად,

რომ დაანახვოს წვივები ყველას.

ალბათ წინდის ყელს თოვლი აცილდა -

გაფრენილ ცხენებს მისდევს სტვირები.

სიამე ყველას გაუნაწილდა

როცა მარხილში ნახეს ვირებიც.

ათოვს საყვარლად ვირებს თვალებზე

(რა კარგი არის ზამთარი ამით)

ცურავს მარხილი მათ ნაკვალებზე

ვით მტკვარზე ტივი მთვარიან ღამით.

მოსჩანს ხეები ციხის ფიქრებად,

დღეს თოვლის სროლა ვერავის ვკადრე.

ვირის თავივით ცა ძირს იხრება

და უსაათოდ ღამდება ადრე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაჟდენ გვეტაძე  • • •   რაჟდენ გვეტაძის პოეზია

მსგავსი თემები