წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მიმქრალი გედების თოვა,

სარკეში გაჩნდება ვარდით,

ჩაივლის მწუხარე ბარდი

არია. ფოთლების გლოვა.

პრინცესა ლანდივით მოვა

და ღიმილს მოიტანს ფარდით...

მიმქრალი გედების თოვა,

სარკეში გაჩნდება ვარდით.

ეცემა ზამბახთა გროვად

ტირილი, სიფითრე, დარდი,

ბევრია უცნობი ლანდი:

გრიგალში - კ-ა-რ-მ-ი-ნა ნ-ო-ვა.

შორეულ გედების თოვა...

მსგავსი თემები