კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

რა სიყვარულით ააფრიალა,

რა სიხარულით დაქროლა ქარმა! -

მეცხრე სართულის თეთრ აივანზე

კაბა გაფინა ლამაზმა ქალმა...

და არხევს ქარი შმაგი ალერსით,

ათრთოლებს კაბის საყელოს, ბოლოს, 

ეხვევა, ვნებით იხუტებს გულში,

შეუჩნდა, მასთან ტრიალებს მხოლოდ...

ხან გულისპირის ღილებს უსინჯავს,

ხანაც მკლავებზე დაიწვენს უცებ,

ის კაბის კალთებს ესათუთება, 

მე ქალის ტანის მიმოხრას ვუცქერ...

ვუცქერ მოცლილი, ვფიქრობ და ვნატრობ,

რომ მივდიოდეთ ახლა მარტონი

შემოდგომის ტყის მზიან ბილიკზე

მე და იმ კაბის ნაზი პატრონი…

მსგავსი თემები