ო, დღეს ფიქრებით ვარ მოქანცული: სადმე შეკრთება ჩუმი მადონა. ოდნავ ნაცნობი ნაზი ქალწული უღონო შუქმა მე მომაგონა. და ყვითელ ბაღში არ ვიხედები. ო, მწუხარება, - ვიცი, მიმელით, როგორც აჩრდილი შავი გედების. ჩამოღამება, გლოვა ფარული, მკვდარი დღეების მძიმე ვუალი და უცნაური ბედის პაროლი. და სიხარულის თეთრი შანსები, - ეხლა ღამეა. სტირის მოცარტი და სინანულით მოვიქანცები. ფერდაკარგული ხსოვნის ტარება და გამოვჩნდებით მეტეორივით: მე, პანაშვიდი და მწუხარება... |